Skip to content Skip to sidebar Skip to footer

კარიერების დამუშავება

ჩვენი სერვისები

1. კარიერების დაგეგმვა და პროექტირება ჩვენ გთავაზობთ კარიერების დამუშავების სრულ ციკლს, დაწყებული დეტალური გეოლოგიური კვლევებით და დასრულებული კარიერის სამუშაოების პროექტირებით. ჩვენი გუნდი ამზადებს დეტალურ გეგმას, რომელიც მოიცავს ყველა ტექნიკურ და გარემოსდაცვით მოთხოვნას.

2. ექსკავაცია და ნიადაგის მოპოვება გამოცდილი სპეციალისტების გუნდი და თანამედროვე ტექნიკა საშუალებას გვაძლევს ეფექტურად და უსაფრთხოდ ჩავატაროთ ექსკავაციის სამუშაოები. ჩვენ ვიყენებთ მაღალხარისხოვან აღჭურვილობას, რაც უზრუნველყოფს ნიადაგის მოპოვების მაღალ სისწრაფეს და სიზუსტეს.

3. ნედლეულის დამუშავება კარიერიდან მოპოვებული მასალების (ქვები, ქვიშა, ღორღი და სხვა) დამუშავება ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენი აღჭურვილობა და პროცესები უზრუნველყოფს მასალების მაღალი ხარისხის და შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.

4. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ჩვენ ვაცნობიერებთ კარიერების დამუშავების პროცესის გარემოზე ზემოქმედების მნიშვნელობას და ვზრუნავთ გარემოს დაცვის ნორმების დაცვაზე. ვატარებთ ნარჩენების მართვის და გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამებს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ზემოქმედება ბუნებაზე.

5. უსაფრთხოების უზრუნველყოფა უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ყველა სამუშაო შესრულდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით. ჩვენი გუნდი მუდმივად გადის უსაფრთხოების ტრენინგებს და იყენებს სპეციალიზირებულ აღჭურვილობას, რათა უზრუნველვყოთ სამუშაოების უსაფრთხო და სანდო შესრულება.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.